თბილისის ქუჩაზე ნერგების დარგვა განახლდება.

2017-03-14 15:52:13

თბილისის ქუჩაზე გასულ წელს დაწყებული გამწვანების აქცია უახლოეს დღეებში გაგრძელდება. ააიპ "უზრუნველყოფა"-ს თანამშრომლებმა სკვერში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დარიგება ნაძვის რამდენიმე ათეული ნერგი. შეგახსენებთ რომ შარშან საშემოდგომო გამწვანების აქციის ფარგლებში აღნიშნულ პერიმეტრზე 300-მდე ნერგი დაირგო, მოგვიანებით კი გახდა ცნობილი რომ რამდენიმე ნერგი უცნობმა პირებმა მოიპარეს.