გამწვანების ფართომასშტაბიანი აქცია რუსთავში (ფოტოები).

2016-11-09 12:48:57

რუსთავში გამწვანების ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში 300 ძირი  ნერგი, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასა და შარტავას გამზირის გამწვანების ზოლში დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქისა და მხარის ხელმღვანელმა პირებმა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა. პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში აქციას შემოუერთდნენ, რუსთავის რაიონული პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც. საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების ფარგლებში რუსთავში 2000 სხვადსხვა ჯიშის ნერგი დაირგვება.