ახალი დარგული ნერგები მოიპარეს.

2016-11-21 22:15:52

9 ნოემბერს გამწვანების აქციის ფარგლებში 300 ძირი წიწვოვანი მცენარე, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასა და შარტავას გამზირის გამწვანების ზოლში დაირგო. რამდენიმე დღის შემდეგ თბილისის ქუჩაზე 10-მდე ნერგი უცნობმა პირებმა მოიპარეს. ააიპ "უზრუნველყოფა"-მ აღნიშნული ტერიტორიის ნერგებით შევსება საკუთარი მეუნეობიდან მოახდინა.