სუიციდის მცდელობა რუსთავში [video]

2019-04-14 23:54:56

სუიციდის მცდელობა რუსთავში, XX მიკრორაიონში. [ვიდეო/video]

16 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მძიმე მდგომარეობაში ნახეს, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მოზარდი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით გოგონას შეყვარებული ჰყავდა. ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა რის შემდეგაც დეპრესია ჰქონდა, ამ ინფორმაციას გოგონას მეგობრები პირად საუბრებში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით გოგონამ სუიციდი სცადა და მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა.

"ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს რომ - "პაციენტი შემოიყვანეს ტრამვული შოკით, მძიმე მდგომარეობაში. უტარდება შესაბამისი მკურნალობა".

შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს."


RUSTAVI