2026-11-16 19:47:58
სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და გასხვისების წესების დარღვევისთვის დაწესებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლები ფართოვდება და უფრო მეტად მკაცრდება.
ამასთან დაკავშირებოთ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსით, სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის მთავრობის მიერ დადგენილი წესების დარღვევით ტრანსპორტირება ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება ისჯება და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სოციალური ჭრების ფარგლებში, წესების დარღვევით მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და გასხვისების გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მისი შეძენაც განისაზღვრება. კერძოდ, წესდება ფინანსური ჯარიმა “მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ხე-ტყის შეძენისათვის.
გარდა ამისა, 500 ლარიდან 1 000 ლარამდე იზრდება ჯარიმების ოდენობა. აღნიშნული ქმედების განმეორების ან მეტჯერ ჩადენის შემთხვევაში, კი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2 000 ლარი იქნება.
ამასთან, კიდევ ერთი წლით - 2028 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება ფიზიკური პირების ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემის შესაძლებლობა.