სუიციდის მცდელობა რუსთავში [video]
2018-09-14 17:42:42

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 28 წლის მამაკაცი გადახტა. [ვიდეო/video]

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მე-5 სართულიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. მეზობლები ინფო რუსთავთან ამბობენ, რომ შემთხვევის დროს მამაკაცის ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს და მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და შესაბამისი კვლევები უტარდება.

28 წლის მამაკაცი სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.