2026-11-02 14:36:10
რუსთავში მუნის შემთხვევები დადასტურდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დერმატოლოგმა ზაზა ბზუკაშვილმა განუცხადა.
მისი ცნობით, გატესტილი 270 პაციენტიდან დაავადება 10-ს დაუდასტურდა.
"არაფერი საგანგაშო და კატასტორფული არ ხდება, მიღებული 270 პაციენტიდან კვლევის შედეგად 10-ს დაუდასტურდა. სხვა დროს არსებულ შემთხვევებთან შედარებით, ეს ზღვაში წვეთია. არც იმდენად არაა მომატებული, თითქმის ყოველთვის ასე არის ხოლმე. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, დაავადება ბაღის ასაკის ბავშვებსაც უდასტურდებათ და პენსიონერებსაც.
რეკომენდებულია, რომ დაავადებულ პირს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს ჯანმრთელ ადამიანებთან და დაიწყოს დროული მკურნალობა. დაავადების მართვის დროს შესასრულებელი რეკომენდაციები უნდა გასცეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა, ამიტომ ყველა უნდა მივიდეს ექიმთან და ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა.
დეზინფიცირება მაინცდამაინც დიდ ეფექტს ვერ ახდენს. უნდა მოხდეს ყველაფრის თერმული დამუშავება",- გვითხრა ზაზა ბზუკაშვილმა.
"ინფო რუსთავი" ესაუბრა N1 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელს, მერი ლოლაძესაც, რომლის თქმითაც, მუნის მათთან მისულ პაციენტებსაც დაუდასურდათ.
ასევე დავინტერესდით, მუნის დადასტურებული შემთხვევების გამო, რუსთავის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ხომ არ შეწყვეტილა სასწავლო ან სააღმზრდელო პროცესი.
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხედებენ, რომ: "ბაღში მოსიარულე არცერთ ბავშვშვი მუნის შემთხვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა".
"რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტში" კი აცხადებენ, რომ:"რუსთავის სკოლებში მუნის დაფიქსირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. სკოლები თანამშრომლობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურთან და ხელმძღვანელობენ მათი რეკომენდაციებით".