ქალაქის მუნიციპალიტეტმა 150 ახალი ურნა შემოიტანა. პლასტმასის ურნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და იმ მიკრო-რაიონებში განთავსდება სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ბუნკერები დაილუქება.
ბუნკერების დალუქვის პროცესი XVI მიკრო-რაიონიდან განახლდა. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა თუ რომელი მიკრო-რაიონი იქნება შემდეგი სადაც სამშაოები გაგრძელდება. ჩვენი ინფორმაციით შემდეგი მიკრო-რაიონი სადაც ბუნკერების დალუქვა განხორციელდება XII მიკრო-რაიონი იქნება.