2026-11-28 19:17:23
ახმეტაში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, სამი პირი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ქისტაურში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ცნობილია, რომ დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.