2026-11-28 17:24:49
ბათუმის აეროპორტში თურქ და ისრაელელ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ ავიარეისების შეფერხების გამო ორივე გუნდის გულშემატკივრები აეროპორტის ერთ ტერმინალში აღმოჩნდნენ.
მათივე ცნობით, დაპირისპირებული მხარეების გაშველების პროცესში პოლიცია ჩაერთო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით, ფრენები უკვე შესრულდა.