"კორპუსიდან დღეს ცემენტის ნატეხი ჩამოვარდა და გამვლელ მანქანას დაეცა"

2026-11-28 11:43:23

სოციალურ ქსელში რუსთაველი სალომე თოხაძე პოსტას აქვეყნებს და წერს რომ მსგავსი ფაქტი რომ არ განმეორდეს სასურველია კომპანიამ უსაფრთხოების ზომები მიიღოს.

"მე-13 სკოლასთან მდებარე ახალაშენებული კორპუსიდან დღეს ცემენტის ნატეხი ჩამოვარდა და გამვლელ მანქანას დაეცა თუ შენობაზე სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს,აუცილებელია დაუყოვნებლივ დამონტაჟდეს დამცავი ბადეები და დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ნორმა.ტერიტორიაზე ყოველდღე სკოლის მოსწავლეები მოძრაობენ და მსგავსი დაუდევრობა დაუშვებელია. იმედია, შესაბამისი სამსახურები და მშენებელი კომპანია დროულ რეაგირებას მოახდენენ!!"

სალომე "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ: "საჭესთან ახალგაზრდა ქალი იჯდა. დარტყმის ხმაზე მანქანა ოდნავ წინ გაიყვანა, გააჩერა და გადმოვიდა, მე კი მივუთითე, სადაც მოხდა შემთხვევა. სანამ იმ მონაკვეთს გავცდებოდი, ზემოდან კიდევ რამდენიმე პატარა კენჭი ჩამოვარდა".

ფოტო არ ასახავს რეალობას.