ხანძარი რუსთავის სასაფლაოებთან

2026-11-27 11:14:56

ხანძარი რუსთავის სასაფლაოებთან.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცეცხლი ქვის საამქროს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი ჩაერთო. 

არსებული ინფორმაციით მცირე დამწვრობა მიიღო 60 წლამდე კაცმა რომელიც სავარაუდოდ შენობაში იმყოფებოდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

ცეცხლი მიმდებარედ არსებულ საფლავებზე არ გავრცელებულა. ქვის საამქრო მთლიანად დაიწვა.

დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ.