2026-11-25 17:59:36
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ 27 წლის თეკლა შუშანაშვილს ნიუ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა.
ოჯახის წევრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქირურგიულმა ჩარევამ მშვიდობით ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ თეკლა შუშანაშვილს რამდენიმე დღის წინ, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე, ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულ 40 წლამდე კაცს რუსთავის სასამართლომ 24 ნოემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.