ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [Photo]

2026-11-21 12:55:07

ლომოურის ქუჩის და რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს "ვოლფსვაგენის" მარკის მსუბუქი სასწავლო ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.