რუსთავში, მეგობრობის ქუჩის მაცხოვრებლები გაზის მილების პრობლემაზე საუბრობენ

2026-11-20 14:03:56

რუსთავში, მეგობრობის ქუჩის N39-ში მცხოვრებლები გაზის მილებთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავისთვის“ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, რუსთავის ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებული მოქალაქის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

მოქალაქის განცხადებით, წლებია, დახმარებას ითხოვენ, თუმცა შესაბამისი ორგანიზაციები პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.

„რათა კიდევ ერთი ტრაგედია არ დატრიალდეს. ეს ხდება მეგობრობის 39-ში. წლებია ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ ყველა ორგანიზაცია ირიდებს პასუხისმგებლობას“, - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.