ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა

2026-11-18 11:29:39

ხაშურის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპი და პატარა სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 40 წლამდე მამაკაცი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.