2026-11-05 17:43:13
რუსთავში აბონენტების ნაწილს დენი გაეთიშება.
ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.
მათი ცნობით, 6 ნოემბერს 15:00-დან 17:00 საათამდე ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ ქუჩებზე: რუსთაველის, 9 მაისის, ბათუმის, მაიაკოვსკის, გრძელიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.