2026-11-04 13:37:42
პოლონეთში, თვითმფრინავის ბორტზე არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, მამაკაცი მის გვერდით მჯდომ 16 წლის გოგონას სხეულზე შეხებით აწუხებდა. არასრულწლოვანმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც დედამ ბორტგამცილებლებს მიმართა. ეკიპაჟის წევრემა მამაკაცი განარიდეს და მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
თვითმფრინავის ვარშავის მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე ბორტზე სასაზღვრო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ და 29 წლის კაცი დააკავეს.
დაკავებული საქართველოს მოქალაქე ბრალდებას არ აღიარებს