ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

2026-10-22 13:52:19

გორის ავტობანზე, იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები.