"სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად იძალადეს სამ მამაკაცზე"

2026-10-19 11:15:50

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთა 
ერთად, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად იძალადეს სამ მამაკაცზე.

დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ძალადობაში მონაწილე პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე  და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.  დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.