პოლონეთში ქართველი კაცი დაჭრეს

2026-10-11 14:35:42

პოლონეთში, ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში გვიან ღამით საქართველოს მოქალაქე დაჭრეს.

ქართველსა და კოლუმბიელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 
25 წლის კოლუმბიელმა კაცმა 42 წლის საქართველოს მოქალაქე კაცი მძიმედ დაჭრა. ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მალევე დააკავა.

პოლონური მედიის ცნობით, კაცები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

42 წლის მამაკაცის დაზიანებები გულმკერდის არეში ქონდა მიყენებული და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.