2026-10-09 15:27:49
რუსთავი-თბილისის ავტობანზე საავტომობილო საცობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მძღოლების ნაწილმა განუცხადა, ფონიჭალის მონაკვეთზე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
მიზეზი ფონიჭალის გასასვლელში გაჭედილი ევაკუატორია, რომელსაც ავტომობილები რუსთავიდან თბილისში გადააქვს.