რუსთავში 10-მდე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა

2026-10-06 11:02:36

კომპანია ჯივიპი რუსთავი განცხადებას ავრცელებს.

"წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად რუსთავი, აღმაშენებლის ქ. სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 10/6/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: აღმაშენებელის ქუჩა გასასვლელებით ჩიხებით, პიონერის ქუჩა, გაგარინის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა, თბილსრესის დასახლება, სიხნოს ქუჩა თავისი გასასვლელით, ენერგეტიკების ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, სოფელი ლელაშხა",- ნათქვამია განცხადებაში.