რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით მგზავრებს გადაადგილება უჭირთ

2026-09-27 13:35:48

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრებს გადაადგილება უჭირთ.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მგზავრებმა აცნობეს. მათი თქმით, თბილისში წასასვლელად 50-60 წუთი უწევთ ტრანსპორტის ლოდინი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მიზეზი თბილისში მიმდინარე  "თბილისი მარათონი 2026-ია", რის გამოც სხვადასხვა ქუჩები გადაკეტილია და ავტომობილებსა და  სამგზავრო ტრანსპორტს საცობში ყოფნა ან ალტერნატიული გზებით სარგებლობა უწევთ.