რუსთავში სატვირთო და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა [Photo]

2026-09-13 16:53:39

რუსთავში სატვირთო და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს სატვირთო და "ვოლფსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.