2026-09-13 12:44:49
ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭაში ქალი ჩავარდა და დაშავდა.
„აჭარა თაიმსი“ მოქალაქეზე დაყრდნობით წერს, რომ საკანალიზაციო ჭა ღია და სახიფათო მდგომარეობაშია.
“სამწუხაროდ, აღნიშნულ ორმოში დედაჩემი ჩავარდა და სერიოზულად დაშავდა. გულმკერდის არეში ნეკნი აქვს გატეხილი და მრავალი დაზიანება მიიღო“ - ამბობს მოქალაქე აჭარა თაიმსთან.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდილობს.