თურქეთში საქართველოდან აფრენილი თვითმფრინავი ჩამოვარდა

2020-09-09 16:55:28

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ამჟამად ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.