2026-09-07 21:27:44
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მოდებაძის ქუჩაზე, ერთმანეთს "ფორდისა" და "ფოლკცვაგენის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ფოლკცვაგენის" მარკის ავტომობილის მძღოლმა (რომელიც სასწავლო დანიშნულებით გამოიყენებოდა) საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მიმართულებაზე გადავიდა, გზის სავალი ნაწილიდან გაზონზე ავარდა და განათების ბოძს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პატრულის თანამშრომლებმა ასევე გაარკვიეს რომ სასწავლო ავტომობილის მესაკუთრეს და ინსტრუქტორს მართვის მოწმობის ქულები ამოწურული ჰქონდა, რის გამოც მას მართვის 1 წლიანი შეზღუდვა დაუწესდა. ევაკუატორმა კი ორივე ავტომობილი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანა.