ერთმანეთს ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა

2026-09-07 11:38:18

გონიოში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა 5 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოებს "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.