შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა

2026-09-05 17:04:20

საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

„ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.