2026-09-01 11:35:48
ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი ღობეს შეეჯახა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.