კაცი სოკოთი მოიწამლა და გარდაიცვალა

2026-08-28 17:40:34

თელავის სოფელ აკურაში სოკოთი 3 ადამიანი მოიწამლა, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის შედეგად 70 წლის კაცი გარდაიცვალა ხოლო ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.