საიდან გავა და ქუჩებს გაივლის რუსთავი-თბილისის ახალი მარშრუტის ავტობუსი

2026-08-27 16:10:46

1 სექტემბრიდან რუსთაველებს ავტობუსები თბილისის მიმართულებით ახალ მარშრუტზე მოემსახურება.

N25 ავტობუსი მოძრაობას რუსთავში გმირთა მემორიალიდან დაიწყებს და ბოლო გაჩერება სამგორის მეტრო იქნება. 

მუნიციპალური ტრანსპორტი 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს და შემდეგ გაჩერებებზე გაჩერდება:

ხალხთა მეგობრობის გამზირი (გმირთა მოედანი); 
ხალხთა მეგობრობის გამზირი №5; 
ხალხთა მეგობრობის გამზირი №9;
ხალხთა მეგობრობის გამზირი (იუსტიციის სახლი);
ხალხთა მეგობრობის გამზირი №41;
ხალხთა მეგობრობის გამზირი (№2 დიაგნოსტიკური ცენტრი;)
ჟ. შარტავას გამზირი №7;
ჟ. შარტავას გამზირი №15;
ჟ. შარტავას გამზირი №21;
ჟ. შარტავას გამზირი №25;
თბილისი აუთლეტ ვილიჯი (კახეთის გზატკეცილი); გაფორმების ეკონომიკური ზონები(გეზი)

ლილო მოლი (კახეთის გზატკეცილი),
ისთ ფოინთი (კახეთის გზატკეცილი), 
თბილისი მეტრო სადგური სამგორი.