ვინ და რა ფილს იღებს რუსთავში?

2026-08-27 11:56:26

რუსთავში, კოსტავას გამზირზე რამდენიმე დღე ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფილს უკრაინელები და ინდოელები იღებენ. ფილმი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ჩარჩენილ ინდოელ სტუდენტებზეა.

კოსტავას გამზირზე რამდენიმე დღის განმავლობაში სამხედრო ტექნიკა იყო განთავსებული და საბრძოლო სცენებს ძირითადად ღამის საათებში იღებდნენ.