2026-08-25 14:24:50
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.