ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანი ემსხვერპლა

2026-08-24 12:00:24

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს