2026-08-22 22:43:38
მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების სამუშაოების განხორციელების მიზნით, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე 208 800 ლარის სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმარდეს და განხორციელდეს:
ფუნქციური, ესთეტიკურად დახვეწილი და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ლანდშაფტის დიზაინი, თანამედროვე საერთაშორისო საგზაო სტანდარტების სრული დაცვით;
მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მწვანე საფარით მოწყობა;
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებთან (მათ შორის, საავტომობილო ნაკადების ხილვადობის სამკუთხედების დაცვასთან) და გარემოს დაცვის სტანდარტებთან სრული შესაბამისობა;
ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების მეშვეობით ქარსაფარი ზოლების მოწყობა და მაგისტრალური ხმაურის, მტვრისა და მავნე გამონაბოლქვის ფილტრაციისთვის ეფექტური ბუნებრივი ბარიერების შექმნა;
გამწვანებული ზონების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სრულყოფილი ავტომატური და წვეთოვანი საირიგაციო (სარწყავი) სისტემების პროექტირება, სადრენაჟო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად.
ტენდერში წინადადებების მიღება 5 სექტემბერს იწყება და 9 სექტემბერს სრულდება.