ქვემო ქართლში ავტოგადამზიდი და ავტომობილი დაიწვა

2026-08-20 12:10:56

თელეთი-კუმისის გზაზე ავტოგადამზიდი და მასზე მოთავსებული ავტომობილის ნაწილი დაიწვა.

შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მ ომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა