ახალგაზრდა კაცი კიბეზე ასვლისას ჩამოვარდა და გარდაიცვალა

2026-08-19 16:24:55

მარნეულში მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით კაცი კიბეზე ადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებაზე  240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია