როგორი ამინდია მოსალოდნელი რუსთავში 16-18 აგვისტოს

2026-08-15 17:52:28

რუსთავში 16-18 აგვისტოს მოსალოდნელია მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მაქსიმალური ტემპერატურა +29 გრადუსი დაფიქსირდება ხოლო მინიმალური +20 გრადუსი. 
დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა.

"15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",-წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშ.