2026-08-14 19:20:28
2 კვირის წინ დაკარგული რუსთაველი კაცი რუსთავის პოლიციამ იპოვა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმციით დაკარგულ 47 წლის მამაკაცს, ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. უშედეგო ძებნის ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადეს.
სამართალდამცავებმა მამაკაცი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, კასპის მუნიციპალიტეტში იპოვეს და უვნებელი დააბრუნეს ოჯახში.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.