2026-08-13 18:51:01
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი მოზარდს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა.
შემთხვევის გამო მატარებელი ვეღარ გადაადგილდებოდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.