რუსთავში ავარიის დროს სატვირთო გადაბრუნდა [video]

2026-08-10 17:05:35

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მცირე ზომის სატვირთო და "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც სატვირთო გადაბრუნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.