2026-08-03 18:01:26
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ მოხდა.
როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თანასოფლელებმა განუცხადეს, მამაკაცს ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა.
მამაკაცს ელექტრობოძზე ავსლისას დენმა დაარტყა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგს გულისხმობს.