ესპანეთში 49 000 მიგრანტი შეიჭრა

2026-07-31 13:00:02

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით მაროკოდან 49 000 მიგრანტი ზღვით და ხმელეთის საშუალებით გადავიდა ესპანეთში. 

ესპანეთმა შეჭრის შემდეგ უსაფრთხოების გასაძლიერებლად საზღვრებთან ჯარი გააგზავნა.

სეუტაში გადასვლის მცდელობისას სულ მცირე 18 ადამიანი დაიხრჩო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მადრიდს დახმარებისთვის მიმართა საზღვრის ზღვით გადაკვეთის მცდელობების დაფიქსირების შემდეგ, თუმცა ხუთშაბათს სასაზღვრო კონტროლი ჩაიშალა და მიგრანტები მაინც შეიჭრნენ ესპანეთში.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ქსელები დაადანაშაულა ამ ფაქტში.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.