რუსთავში 3000-ზე მეტ აბონენტს დენი გაეთიშება

2026-07-28 17:37:44

რუსთავში 3000-ზე მეტ აბონენტს დენი გაეთიშება.

ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათი ცნობით, 29 ივლისს 11:10-დან 11:40-მდე ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ ქუჩებზე: ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას Iგას., ფალიაშვილის მ/ტ, პეტრე მელიქიშვილი, მელიქიშვილის, თბილისის ქ. მ/ტ, ნოზაძის ქვესადგური, მე-6, პეტრე მელიქიშვილის I გასასვლელი, მე-18, ვაჟა-ფშაველას, გონაშვილი, ახმეტელის.

ამავე ქუჩებს დენის მიწოდება შეეზღუდებათ 17:30-დან 18:00 საათამდე.