2026-07-25 11:59:50
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მირკოავტობუსში მსხდომი პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ორივე გარდაცვლილი უცხოელია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.