როდის აღდგება რუსთავში წყალმომარაგება

2026-07-25 11:05:44

რუსთავში აბონენტებს წყალმომარაგება სრულად 1 საათში აღუდგება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ჯივიპი რუსთავში განუცხადეს. მათი თქმით, დაწყებულია ქსელის გაშვება, აბონენტების ნაწილს უკვე მიეწოდებათ წყალი, ხოლო სრულად ქალაქში წყალმომარაგება 1 საათში აღდგება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავსა და გარდაბანს წყლის მიწოდება ხრამის სათავე ნაგებობაზე ელექტრო ენერგიის გათიშვის გამო შეუწყდათ.