რუსთავში, თბილისში და რამდენიმე ქალაქში დენი გაითიშა

2026-07-24 00:54:17

რუსთავში, თბილისში  და რამდენიმე ქალაქში ელ. ენერგია გაითიშა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” დენის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებას მიზეზთან და აღდგენის დროსთან დაკავშირებით ცოტახანში გაავრცელებენ.