2026-07-23 18:06:05
ავარია რუსთავი - მარნეულის მაგისტრალზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოდა-მარაბდის გზის მონაკვეთზე ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ინფორმაციას რეგიონ ნიუსი ავრცელებს.